ტესტერების საერთაშორისო დღე უკვე 75 წელია რაც აღინიშნება, რაც იმას ნიშნავს, რომ პროგრამული უზრუნველყოფის ტესტირება არც თუ ისე ახალი პროფესიაა.
გვინდა სიხარულით გაცნობოთ, რომ პირველად საქართველო და ჩვენი ბორდი - GeoSTQB უერთდება ტესტერების საერთაშორისო დღეს.
9 სექტემბერს, GeoSTQB გთავაზობთ შეხვედრას არაფორმალურ გარემოში, არაფორმალურ თემებზე სასაუბროდ.
Covid 19-ისგან გამოწვეული იზოლაციის შემდეგ, უფრო მეტი სათქმელი დაგვიგროვდა ჩვენ თქვენთვის და იმედი გვაქვს თქვენ ჩვენთვის, სწორედ ამიტომ ღონისძიებაზე იქნება პანელური დისკუსიები, კითხვა-პასუხი და ბევრი საინტერესო თემის განხილვა.
შეგიძლიათ მოგვწეროთ თქვენთვის საინტერესო თემები და საკითხები და ვეცდებით მაქსიმალურად გავითვალისწინოთ ღონისძიების პროცესში.
გთხოვთ, გაითვალისწინოთ, ღონისძიებაზე თან იქონიეთ პირბადე, გავუფრთხილდეთ საკუთარ და ერთმანეთის ჯანმრთელობას, პატივისცემით GeoSTQB!